Volvo-ს Zenuity შვედეთის გზებზე ავტოპილოტი მანქანების ტესტირებას ჩაატარებს

Volvo-სა და Veoneer-ის მიერ შექმნილ ერთობლივ კომპანია Zenuity-ს შვედეთის ტრანსპორტის სააგენტომ საზოგადოებრივ გზებზე თვითმართვადი მანქანების ტესტირების ნებართვა მისცა. ტესტები ავტომაგისტრალებზე შესრულდება, საჭეს მომზადებული მძღოლები მიუსხდებიან, მაგრამ მათი ხელები საჭეს არ შეეხება.


„რეალური ტესტების ნებართვა გადამწყვეტია მნიშვნელოვანი მონაცემებისა და ტესტების ფუნქციების შესაგროვებლად. ეს ნაბიჯი გახლავთ იმის ძლიერი მტკიცებულება, რომ Zenuity-ს ავტოპილოტი ტექნოლოგიები პროგრესს განიცდის“, — აღნიშნავს Veoneer-ის ხელმძღვანელი ნიშანტ ბატრა.

 


ტესტირება რამდენიმე ავტომაგისტრალზე შედგება, მათ შორის სტოკჰოლმისა და მალმეს დამაკავშირებელ მაგისტრალზე. მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ იქნება.


მიუხედავად ამისა, როგორც Veoneer-ის პრესსპიკერი თომას ჯონსონი აცხადებს, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა იმ დრომდე, როცა Zenuity ავტოპილოტი სისტემების ტესტირებას მანქანაში მჯდომი სათადარიგო მძღოლის გარეშე შეძლებს. პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია მთელ შვედეთში ატარებდა ტესტირებას სენსორების შესახებ მონაცემების შესაგროვებლად; Automotive News Europe-ის ცნობით, პარალელურად Volvo დამოუკიდებლად ატარებდა ტესტებს მძღოლების გამოცდილების გაფართოებისა და მათი ქცევების შესწავლის მიზნით.


თვითმართვადი მანქანების გამოშვებას Volvo 2021 წლის შემდეგ გეგმავს. გარდა ამისა, ავტომწარმოებლის გეგმებში შედის, რომ 2025 წლისთვის მისი ავტომობილების გაყიდვების მესამედი სრულიად ავტოპილოტ მანქანებზე მოდიოდეს.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia