Lexus-მა კაბრიოლეტი LC-ი წარმოადგინა

Lexus-მა გადასახსნელი ზედა ნაწილის მქონე (კაბრიოლეტი) LC-ის კონცეპტი წარმოადგინა, რომლის მსოფლიო პრემიერაც რამდენიმე დღეში, დეტროიტის ავტოშოუზე მოხდება.

 

დიზაინის ჯგუფის განცხადებით, ეს გახლავთ LC-ი მისი ყველაზე საოცარი ფორმით.

 

 

„კონცეპტი იყენებს LC კუპეს უშეცდომო დიზაინს და მას სამომავლო კაბრიოლეტად გარდასახავს. იგი აერთიანებს ორიგინალი კუპეს ყველა საუკეთესო ასპექტს დინამიკური დიზაინითა და ღია კაბრიოლეტით“, — აღნიშნავს უფროსი დიზაინერი ტადაო მორი.

 

 

LC კაბრიოლეტის სიგრძე 4,77 მეტრია, სიგანე 1,9 მ, სიმაღლე 1,3 მ. ამ მაჩვენებლებით ის 10 მილიმეტრით უფრო გრძელი და 5 მილიმეტრით უფრო დაბალია, ვიდრე მისი დახურული „დედმამიშვილი“. თვლების ბაზის სიგრძე იგივეა, რაც კუპეს შემთხვევაში — 2,8 მეტრი.

 

 

Lexus-მა არჩია შეენარჩუნებინა LC Coupe-ს დიზაინი. თუმცა, რა თქმა უნდა, არის რამდენიმე სპეციფიკური დეტალი — მაგალითად, ექსტერიერის შავი ტრიმი და ახალი, 22-ინჩიანი ფერსოები. სალონში ნახავთ თეთრი ტყავის სავარძლებს ყვითელი კონტრასტით.

 

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia