2020 Mercedes-Benz GLE კუპე კონკურენციას BMW X6-ს გაუწევს

ცოტა ხნის წინ, ქუჩაში შენიშნეს კამუფლაჟირებული, სრულიად ახალი Mercedes GLE კუპე, რომელიც ზამთრის ტესტირებას გადიოდა.

 

წინა პროტოტიპებისგან განსხვავებით, ამ მოდელს ექსტერიერში არ შეინიშნებოდა არანაირი AMG სტილი და აღჭურვილი იყო ჩვეულებრივი მეტალის დისკებით. როგორც კრიტიკოსები შენიშნავენ, AMG-ის წინა და უკანა სპოილერების გარეშე, 2020 წლის GLE Coupe ნაკლებ წარმოსადეგი ჩანს. თუმცა ვნახოთ ყველაფერი მაშინ გაირკვევა, როცა ავტომობილი საზოგადოების წინაშე ოფიციალურად წარსდგება.

 

 

უკვე წლებია ცნობილია, რომ კუპეს მსგავსი ოთხკარიანი მანქანები არც თუ ისე ხელსაყრელია. მათმა პოპულარობამ საოცრად იკლო. მომხმარებლები მას ძირითადად პრაქტიკულობას უწონებდნენ.

 

თუმცა ფაქტია, რომ 2020 წლის GLE Coupe უკვე გზაშია და საზოგადოების წინაშე წელს წარსდგება და ამ სეგმენტში შეუერთდება Audi Q8-სა და  BMW-ს მომავალ, მესამე თაობის X6-ს.

 

 

როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს ის, ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ ნამდვილად არ იქნება ბოლო GLE-ს უბრალოდ დამრეცი სახურავის მქონე ვერსია. აქვს მასიური ცხაური, ვრცელი უკანა გაბარიტული ფარები და უფრო კუთხოვანი მხრების ხაზი.

 

რაც შეეხება ინტერიერს, გარდა იგივე საჭისა, ნახავთ შეცვლილი დიზაინის მქონე ტორპედოს და 12,3-ინჩიან დისპლეის.

 

GLE Coupe ხელმისაწვდომი იქნება 53 და 63/63 S ფორმებით, 429, 536 და 603 ცხენის ძალებით.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia