გემს, რომელსაც Nissan-ის 3500 მანქანა გადაჰქონდა, ხანძარი გაუჩნდა და წყნარ ოკეანეში ტივტივებს

მანქანების გადამზიდავი გემი, რომელსაც Nissan-ის 3500 მანქანა გადაჰქონდა, წყნარ ოკეანეში უმისამართოდ ტივტივებს. მიზეზი ხანძარია, რომელიც ბორტზე ახალი წლის ღამეს გაჩნდა, რის გამოც ეკიპაჟის წევრებმა გემი მიატოვეს.

 

Associated Press-ის ცობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი სახელად Sincerity Ace სიგრძეში 198-მეტრია და ინციდენტის დროს მის ბორტზე ეკიპაჟის 21 წევრი იმყოფებოდა. 16 მათთგანი ხანძარს უვნებლად გადაურჩა, 4  ოკეანეში იპოვეს, ერთი კი ამ დრომდე დაკარგულია.

 

 

2009 წელს აგებული გემს Nissan-ის იოკოჰამისა და კანდის ტერმინალებიდან მანქანები ჰონოლულუში, მექსიკაში, პუერტო-რიკოში, ფლორიდაში, ვირჯინიასა და მერილენდში გადაჰქონდა.

 

Sincerity Ace სულ 5200 ავტომობილს იტევს, მაგრამ ამჯერად მას მხოლოდ 3804 სამგზავრო მანქანა და სხვადასხვა აღჭურვილობა მიჰქონდა. მათგან 3500 Nissan-ის მოდელია. Honda Motor Co-ს განცხადებით, გემზე მისი 41 ავტომანქანაა. რაც შეეხება Toyota Motor Corp-ს, კომპანიის განცხადებით, გემზე მისი მანქანები არ არის.

 

 

„მანქანების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა ეკიპაჟის წევრები არიან“, — აღნიშნულია Nissan-ის განცხადებაში.

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia