უნივერსალური Mercedes-Benz SLE – SL-ის ფუტურისტული მომავალი

ბოლო პერიოდში Mercedes-Benz SL-ის გაყიდვები მკვეთრად დაეცა, რამაც გერმანულ ავტომწარმოებელს ამ მოდელის მეშვიდე თაობის რადიკალურად გაუმჯობესება აიძულა.

 

ავტოპორტალ Carscoops-ის ცნობით, Mercedes-Benz-ი SL-ის განახლებას და უფრო მძღოლზე მორგებულ მოდელად გადაქცევას გეგმავს, რომელიც AMG GT-ის უფრო მეტად დაემსგავსება, ვიდრე ამჟამინდელი იტერაცია. გარდა ამისა, ის იმავე Modular Sports Architecture (MSA)-ს გამოიყენებს, რასაც შემდეგი თაობის AMG GT-ი.

 

 

საინტერესოა, გადაწყვიტა თუ არა Mercedes-მა, რომ ახალი SL სრულიად სხვა გზით წაიყვანოს? დიზაინერი ემრე ჰასმენი გვთავაზობს პოტენციურ დიზაინს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს რადიკალურად შეცვლილი SL-ი.

 

იგი SLE-ს სახელითაა რებრენდირებული, აღჭურვილია ელექტრო ძალური გადაცემის სისტემით და რადიკალურად არის რეპოზიციონირებული როუდსტერიდან ე. წ. Shooting Brake-ში. გარდა იმისა, რომ ელექტრო ტრანსმისია მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, თვალშისაცემია ახალი დიზაინიც, რაც მას უფრო პრაქტიკულსა და ტევადს ხდის.

 

 

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება ჰიპოთეტური SLE-ს დიზაინიც. წინა მხარეს, ტრადიციული ცხაური ჩანაცვლებულია ფართო ციფრული დისპლეით.

 

ერთადერთი მსგავსება SLE-სა და ამჟამინდელ SL-ს შორის არის ის, რომ წ. Shooting Brake-ს აქვს უფრო წაგრძელებული კაპოტი. თუმცა, გამოირჩევა პრიალა და აგრესიული სახურავით. უკანა მხარეს შენიშნავთ LED გაბარიტულ ფარებს, ვიწრო ფანჯარასა და გამონაბოლქვის ორმაგ მილს.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia