მფრინავი მანქანა ტესტირებისას აფეთქდა და ჩამოვარდა

ავტომოყვარულები დიდი ხანია მფრინავ მანქანებზე ოცნებობენ. თუმცა, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ეს ტექნოლოგია ფართო მოხმარებაში ჯერ არ ჩანს.

 

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ამ იდეაზე მუშაობს, არის Detroit Flying Cars-ი. რამდენიმე დღის წინ, მიჩგანის შტატში ტესტირებისას, მათმა პროტოტიპმა WD-1 კრახი განიცადა და ჩამოვარდა.

 

 

ტესტირების დროს, ხომალდი ჰაერში მოულოდნელად აალდა და მიწას დაენარცხა. უცნობია, რა სიმაღლეზე ფრინავდა ამ დროს მანქანა, მაგრამ ჩამოვარდნის შემდეგ ის სასტიკად დაზიანდა.

 

ინციდენტის დროს ხომალდში მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა, რომელიც მიღებული ტრავმებით მიჩიგანის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

კომპანია Detroit Flying Cars-ი შედარებით ახალი ჩანს, რადგან მათ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება მფრინავი მანქანების წარმოების შესახებ პირველად 2017 წელს ჩნდება.

 

პროტოტიპი WD-1 წარმოადგენს ნახშირბადის ბოჭკოს კონსტრუქციას. ფრთების შლილი 7,9 მეტრია, ძრავის სიმძლავრე კი 100 ცხენის ძალა. თვითმფრინავის რეჟიმში გარბენის მანძილი 643 კილომეტრია, საკრუიზო სიჩქარე კი 201კმ/სთ.

 

რაც შეეხება მანქანის რეჟიმს ­— WD-1-ს მართავს 53 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავი. მხოლოდ ელექტრო რეჟიმით იგი 50 კმ-ს გადის, შემდეგ კი მისი დატენვის მიზნით აქტივირიდება ბენზინის ძრავი.

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia