როგორი შეიძლება იყოს Porsche-ს შემდეგი სუპერმანქანა

თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, Porsche-მ შექმნა ავტომობილი შუაში განთავსებული ძრავით, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს ისეთ მეტოქეებს, როგორებიცაა Ferrari 488 GTB, McLaren 720S და Lamborghini Huracan-ი.

 

მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, მართლაც არსებობს თუ არა სინამდვილეში ასეთი პროექტი, ინტერნეტში მისი შესაძლო ფოტოები მაინც ვრცელდება.

 

ნამუშევრები Invisive-ს ეკუთვნის და მანქანას მან Porsche 988 Vision-ი უწოდა. შთაგონების წყარო Porsche-ს სხვადასხვა მოდელები გახდა. სუპერმანქანის ყოველი დეტალი ფრიად განსაკუთრებული ჩანს.

 

წინა მხარეს თვალში მოგხვდებათ რამდენიმე განსაკუთრებული ასპექტი, განსაკუთრებით კი Porsche-სთვის დამახასიათებელი ამოზნექილი თვლის თაღები. გარდა ამისა, თქვენს ყურადღებას ასევე მიიპყრობს აგრესიული კაპოტი ბასრი ხაზებით LED ფარები და ბოლო 911-ის მსგავსი წინა ჰაერმიმღები.

 

ვიზუალიზაცია ისეა შექმნილი, რომ ძრავი ორ ღერძს შორის მოთავსდეს. ზოგადი ფორმით ძალიან წააგავს სუპერმანქანა 918 Spyder-ს. ძალური გადაცემის სისტემის მოსამარაგებლად, ფართო ჰაერმიმღებებს ნახავთ გვერდებზეც.

 

გარდა ამ ყველაფრისა, Invisive-მა სუპერმანქანის ინტერიერიც დახატა. თვალში მოგხვდებათ ერგონომიული სპორტული სავარძლები, სრულიად ციფრულ საზომთა კლასტერსა და სპორტულ საჭეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia