Toyota Prius-ის გაყიდვები აშშ-ში თანდათან ეცემა და ავტომწარმოებელი ამ ტენდენციის უკუქცევას ყველანაირად ცდილობს. ამჯერად, ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე Toyota-მ 2019 წლის მოდელი წარმოადგინა.
უდიდეს ცვლილებას წარმოადგენს ელექტრო ოთხივე წამყვანი თვლის სისტემა (all-wheel drive system), რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ რამდენიმე ბაზარზე, მათ შორის იაპონიაში. მანქანა აღიჭურვება დამატებითი ელექტროძრავით, რომელიც ენერგიით მოამარაგებს უკანა თვლებს, მაქსიმუმ 69 კმ/სთ სიჩქარემდე.
ელექტროძრავი მუშაობს ახლახან შექმნილი ნიკელ-მეტალის ჰიბრიდულ ბატარეაზე, რომელიც გათვლილია ცივ ამინდში ბრწყინვალე მუშაობეზეც. ბატარეა უკანა სავარძლის ქვეშ განთავსდება და არ იქონიებს არანაირ გავლენას ინტერიერზე ან მის სივრცეზე.
Toyota-ს განცხადებით, Prius AWD წვის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური ოთხივე წამყვანი თვლის მქონე სამგზავრო მანქანა იქნება მთელ ამერიკაში. კომპანიას სჯერა, რომ საწვავის მოხმარება ქალაქში 100 კმ-ზე 5,4 ლიტრი, ავტომაგისტრალზე 5,9 ლ, კომბინირებულად კი 5,6 ლიტრი იქნება. შედარებისათვის, წინა წამყვანი თვლების მქონე Prius L Eco-ს წვა ქალაქში 4,9 ლ, ავტომაგისტრალზე 5,3 ლ, კომბინირებულად კი 5 ლიტრი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ Toyota ახალი მოდელის წარმოდგენას არ ჩქარობს, კომპანია მასზე დიდ იმედს ამყარებს. თუკი ავტომწარმოებლის შეფასება გამართლდა, Prius-ის გაყიდვების 25 პროცენტი სწორედ ოთხივე წამყვანი თვლის მქონე მოდელებზე უნდა მოვიდეს.
გარდა ოთხივე წამყვანი თვლისა, 2019 წლის Prius-ი აღჭურვილია ახალი წინა ბამპერითა და ფარებით. შეცვლილია საჭეც.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის Prius-ის ყველა ჰეტჩბეკი აღჭურვილი იქნება Toyota Safety Sense P-ის მძღოლის დამხმარე სისტემებით. მათ შორის არის შეჯახებამდე გამაფრთხილებელი სისტემა, ქვეითის დაფიქსირების სისტემა, ხაზიდან გადასვლის განგაში საჭის დამხმარით, ავტომატური მაღალი ნაკადის ფარები, სრული სიჩქარის დინამიკური რადარი და კრუიზ-კონტროლი.