უსაფრთხოება ავტომობილში-სასიცოცხლო წესები მგზავრობისას

ავტომობილში მსხდომი მგზავრების უსაფრთხოების წესების დაცვა გადაადგილებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ხშირად ვერ ვაცნობიერებთ უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე  თუნდაც უმცირესი მანძილის გავლა რამხელა რისკთან ასოცირდება.

მაქსიმალურად შეეცადეთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია უსაფრთხო გადაადგილების შესახებ და დაიცვათ თქვენი და სხვა მგზავრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

უკანა ღვედები

საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ  ავტოავარიისას უსაფრთხოების ღვედი 40-დან 60% მდე იცავს მგზავრს დაზიანებისგან თუ ფატალური შედეგისგან.



 უკანა ღვედის გამოყენება ისეთივე საჭიროა როგორიც წინა, რადგანაც პირისპირ შეჯახებისას, უკანა სავარძელზე მყოფ მგზავრს შეუძლია წინა სავარძელზე მსხდომებს სერიოზული ტრავმა მიაყენოს,  რადგანაც საგზაო შემთხვევისას ღვედის გარეშე  სხეული უკონტროლოდ მოძრაობს და უკანა მგზავრი თავის წონაზე 10-ჯერ მეტი სიმძიმით ეჯახება წინ მსხდომებს ან სხვა მგზავრებს.

გახსოვდეთ, ავტრომობილის უკანა სავარძელზე ღვედის გარეშე ჯდომა ისეთივე სახიფათოა როგორც წინაზე და ამიტომ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთეში. შეიკარით ღვედი!

ბავშვთა უსაფრთხოება

თუ გინდათ რომ იზრუნოთ ბავშვების უსაფრთხო მგზავრობაზე უნდა გამოიყენოთ სამგზავრო სავარძელი.

სამგზავრო სავარძელი დაცვის მეორადი მექანიზმია, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევისას 40-60%-ით იცავს ბავშვს მძიმე დაზიანებისაგან თუ ფატალური შემთხვევისაგან.

მნიშვნელოვანია სავარძლის სწორად გამოყენება, კერძოდ კი მისი წონისა და სიმაღლის მიხედვით შერჩევა და განსაკუთრებულად მნიშვნელოვაბნის მისი სწორად დამონტაჟება.



სავარძელში ჩაჯდომამდე გახადეთ ბავშვს სქელი ქურთული, რათა მოხდეს უსაფრთხოების ღვედის სათანადოდ დაფიქსირება.12 წლამდე მოზარდის წინა სავარძელზე დაჯდომა კანონითაც არის აკრძალული, რადგანაც ეს სახიფათოა მისთვის.

კვლევების თანახმად თუნდაც მხოლოდ 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის შეჯახებისას ბავშვი, რომელიც არ იყენებს ღვედს ან არ ზის სავარძელში საკუთარი სხეულის წონის 30-60 ჯერ მეტი ძალით ვარდება წინ, რაც იწვევს როგორც თავად ბავშვის, ასევე სხვა მგზავრების დაზიანებას.

2 წლამდე მოზარდი უნდა იჯდეს ავტომობილის მოძრაობის საპირისპირო მხარეს დამონტაჯებულ სავარძელში, რათა ასეთ პოზიციაში შეჯახების სიმძიმე თანაბრად ნაწილდება ბავშვის  მთელ სხეულზე და იცავს ხერხემალს დაზიანებისგან.

 

კანონმდებლობა

ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა ტრანსპორტში მყოფი მგზავრი იყენებს უსაფრთხოების ღვედს და ყველა ბავშვი მგზავრი იყენებს დამცავ სისტემას, რომელიც დამტკიცებულია  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის N 44 რეგულაციით ღვედებისა და ISOFIX ბავშვთა სავარძლების შესახებ.

 

ხელი არ შეუშალოთ მძღოლს

მგზავრობისას ნუ იხმაურებთ და ნუ გადაღით მძღოლს საუბრით და შეკითხვებით. გახსოვდეთ, რომ მანქანის მართვას კონცენტრაცია სჭირდება.

შეახსენეთ მძღოლს და სხვა მგზავრებს არ მოუსმინონ ხმამაღალ მუსიკას, არ ისაუბრონ, არ გამოიყენონ ტელეფონი და არ ჩაგაგდონ საფრთხეში. აუხსენით მძღოლს, რომ 2 წამით ტელეფონზე დახედვაც კი რამოდენიმე მეტრის ბრმად გავლას ნიშნავს, რაც ძალიან სახიფათოა.

თუ შეამჩნევთ, რომ მძღოლს ეძინება ან შეუძლოდ არის შესთავაზეთ გაჩერება. ამით მასაც დაეხმარებით და მოსალოდნელ საფრთხესაც აირიდებთ თავიდან.

 

გაითვალისწინეთ

თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლება მცირე დეტალებმა გადაარჩინოს, ამიტომ წესების დაცვა ავტომობილში უმნიშვნელოვანესია. ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში-იყავით კეთილსინდისიერი მგზავრები.

© 2015 Sun Petroleum Georgia