დიზელის საწვავი

საუკუნეზე მეტია უკვე, რაც დიზელი, მისი თერმოდინამიური ეფექტურობის გამო, საავტომობილო და ნავთობის ბაზრებზე დამკვიდრებულია როგორც ყველაზე მრავალმხრივი გამოყენების მქონე, საიმედო და ეკონომიური საწვავი.

 

 

დიზელის ძრავები მუშაობენ მხოლოდ და მხოლოდ ჰაერისა და საწვავის კომპრესირებით, ყოველგვარი ნაპერწკლისა და აალების წყაროს გარეშე, შედეგად ნახშიროჟანგი და სხვა ნივთიერებები ავტომობილის ცილინდრს არ აბინძურებს და ხელს უწყობს მის გამძლეობას და მდგრადობას. აღსანიშნავია ისიც, რომ დიზელზე მომუშავე ძრავის ეფექტურობა და ეკონომიურობა, ბენზინზე მომუშავე ძრავასთან შედარებით მინიმუმ 25-30%-ით მეტია. ბოლოდროინდელი კვლევებს თუ გადავხედავთ, 2000 წლიდან დღემდე, დიზელის მოხმარება, განსაკუთრებით მსხვილი გაბარიტების მანქანებში 40%-ით არის გაზრდილი.

 

სწორედ ამიტომ, ევროკომისიის იურისდიქციით, საავტომობილო დიზელის ხარისხი EN 590 სტანდარტით რეგულირდება, რაც მოიცავს საწვავის ხარისხის ძირითად განმსაზღვრელ კრიტერიუმს - ცეტანურ რიცხვს (წვის სიჩქარის ინდიკატორი).

 


2009 წლიდან ამოქმედდა ე.წ Euro 5 სტანდარტი, რის მიხედვითაც ცეტანური რიცხვის დასაშვები ნორმა მინიმუმ 51-ს უნდა შეადგენდეს.

 

კომპანია გალფმა G-Force ევრო დიზელის ხარისხის კვლევა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიასთან , SGS-თან ერთად ჩაატარა სადაც საწვავის ცეტანურ რიცხვს 54.1 ერთეულია, რაც მის მაღალ ხარისხზე მეტყველებს.

 

მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გოგირდის შემცველობაა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ეკოლოგიური ზიანის და საფრთხის გამო დიდი განხილვის საგანი იყო. Euro 5 სტანდარტის ფარგლებში, გოგირდის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/ლ-ს. G-Force დიზელისთვის ეს რიცხვი 7 მგ/ლ-ს შეადგენს.

 

ამრიგად, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ გალფის დიზელის საწვავი დღევანდელ ქართულ ბაზარზე მოწინავე პოზიციებზეა ეკოლოგიურობით, ეკონომიურობითა და სანდოობით.

 

გთავაზობთ კვლევის შედეგებს:

 

© 2015 Sun Petroleum Georgia