Toyota-მ Avalon-ისა და Camry-ს სპეციალური TRD ვერსიები წარმოადგინა

Toyota-მ ყველა გააკვირვა, როცა განაცხადა, რომ ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე Avalon-ისა და Camry-ს TRD ვერსიების წარდგენას გეგმავდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს გაუჩნდა კითხვა ამ მოდელების საჭიროების შესახებ, ავტომწარმოებელი ამან ვერ შეაჩერა და Facebook-ზე სამი სარეკლამო ვიდეო გამოაქვეყნა.

 

კლიპებში ყოველმხრივ არის წარმოჩენილი სპეციალური გამოშვების ავტომობილთა იერსახე, მაგრამ ფაქტობრივად არაფერია ნათქვამი თავად მანქანების შესახებ.

 

როგორც ვიდეოში ჩანს, Avalon TRD-ს აგრესიული იერი ექნება კაშკაშა შავი აქცენტებით, სპორტული გვერდითა კალთებითა და უნიკალური დისკებით.

 

 

სპორტული სტილი სალონშიც გრძელდება. სედანი აღჭურვილია ტყავისა და ზამშიც შავი სავარძლებით, რომლებსაც წითელი ნაკერები გასდევს. ასევე ნახავთ მოქარგულ თავის მისაყრდნობებს, წითელ უსაფრთხოების ღვედებს და სპეციალურ ხალიჩებს.

 

Camry TRD დიდწილად იდენტურია, მაგრამ აქვს კონტრასტული შავი სახურავი და უფრო აგრესიული უკანა ნაწილი. მოდელი აღჭურვილია კაშკაშა შავი დიფუზორით, უკანა სპოილერითა და  TRD-ს სავენტილაციო სისტემით.

 

 

რაც შეეხება სალონს, გადაწყვეტილია შავ-წითელ ტყავში და TRD-ს ბრენდირებულ ხალიჩებში.

Toyota ჯერჯერობით ბევრს არაფერს ამბობს ტექნიკურ მახასიათებლებზე, მაგრამ სავარაუდოდ,  Avalon TRD-ს ექნება 3.5-ლიტრიანი V6 ძრავი 269 ცხენის ძალით.

 

მეორე მხრივ, Camry TRD წარმოდგენილი იქნება 2.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ან 3.5-ლიტრიანი V6 ძრავით. გამომდინარე იქიდან, რომ მოდელი პოზიციონირებს როგორც სპორტული სედანი, უფრო მეტად სავარაუდო სწორედ 3.5-ლიტრიანი ვერსიაა. სავარაუდოდ, ამ მანქანის სიმძლავრე 301 ცხენის ძალა იქნება.

 

 

 

 

 

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia