2018 წლის Toyota Land Cruiser-ი - უბრალოდ ბრწყინვალე, მაგრამ ძალიან ძვირი

წლების განმავლობაში, Land Cruiser-მა მსოფლიოში ყველაზე საიმედო და მრავლისშემძლე SUV ავტომობილის რეპუტაცია მოიპოვა. ეს ყველაფერი 1951 წლიდან გამომავალი მოდელის მრავალმა თაობამ მთელს მსოფლიოში დაამტკიცა.

 

მაგრამ საქმე ის არის, რომ ბოლო მოდელის ფასი ზედმეტად მაღალია. იმდენად მაღალი, რომ Toyota-მ მისი ფასი უფრო ბრწყინვალე Lexus LX-ისას მიუახლოვა, 85 000$.

 

 

დიახ, 2018 წლის Toyota Land Cruiser-ისა და 2018 Lexus LX-ის (რომელიც Land Cruiser-ს ეფუძნება) ფასი თითქმის ერთი და იგივეა. ამ ფასად ბევრ სხვა ავტომობილსაც შეიძენთ. მაგალითად Audi Q7-ს, Mercedes GLE-სა და GLS-ს, BMW X5-სა და 2019 წლის Land Rover Discovery-ს, ანდაც ორ ცალ Highlanders-ს.

 

გარდა ამისა, თუკი Land Cruiser-ის საწყის ფასს 3000$-ს დაამატებთ, იყიდით ახალთახალ, 2019 წლის Range Rover-ს, რომელიც მკაცრ რელიეფზე მართლაც უბადლოა.

 

პოპულარული YouTube არხის, Doug DeMuro-ს ცნობით, Toyota-ს ახალ Land Cruiser-ს არაფერი ემართება, რაც არ უნდა ესროლოთ. გათვლილია სულ მცირე ორმოცწლიანი ექსპლუატაციისთვის, რაც 2018 წლის მოდელებში საკმაოდ იშვიათია.

 

აღჭურვილია 5.7-ლიტრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 381 ცხენის ძალას აღწევს.

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia