Subaru რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი ჰეტჩბეკით დაბრუნდება

უკვე ათ წელი მეტია, Subaru რალის მსოფლიო ჩემპიონატში აღარ მონაწილეობს. რაც შეეხება ბოლო საპრიზო ტიტულს, კომპანიას ის ბოლოს ოცი წლის წინ ერგო.

 

თუკი იაპონიიდან მოსულ ცნობებს დავუჯერებთ, Subaru რალის მსოფლიო ჩემპიონატზე (WRC) დაბრუნებისთვის ემზადება, სადაც ახალი ცხელი ჰეტჩბეკით წარსდგება, რომელზეც ახლა მუშაობს.

 

იაპონური გამოცემა Response-ის ცნობით, ის B-სეგმენტის ცხელი ჰეტჩბეკი იქნება, Ford Fiesta ST-ის, Volkswagen Polo GTI-სა და Toyota Yaris GRMN-ის მსგავსი.

 

 

დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, ავტომობილი აღჭურვილი იქნება ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავით. სავარაუდოდ, Subaru  თავის ტრადიციას არც ამჯერად უღალეტებს და ოთხივე თვალი წამყვანი იქნება. ვარაუადობენ იმასაც, რომ სიმძლავრე 200 ცხენის ძალამდე იქნება.

 

აღსანიშნავია, რომ ამ ზომის ავტომობილი Subaru-ს ჯერ არ ჰყავს, სულ მცირე ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე. შესაბამისად, კომპანია მას ან სულ თავიდან შექმნის ან სხვა ავტომწარმოებელს დაესესხება.

 

 

მაგალითად, Toyota-ს, რომლის მიხედვითაც შექმნა მან სპორტული მანქანა BRZ/86. პორტალ Motor1-ის ცნობით, Toyota-ს პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამ Subaru-ს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნება ფაქტობრივად „აიძულა“, რათა მის მოდელებს გაუწიოს კონკურენცია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ტოიოდამ Subaru-ს გარკვეული დახმარებაც გაუწიოს.

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia