ბრწყინვალე შესრულებით, მართვითა და ყოველდღიური გამოყენებადობით, Porsche 911 Turbo S უბრალოდ ბრწყინვალე ავტომობილია.
ამჟამინდელ თაობას აქვს 3.8-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავი 572 ცხენის ძალით. ეს რაკეტა 100 კმ/სთ-ს სულ რაღაც 2,9 წამში ავითარებს, სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი კი 330 კმ/სთ-ია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაჰრეინულმა ტიუნერ-კომპანია Ekanoo Racing-მა 911 Turbo S-ს საბურავებთან სიმძლავრე 2200 ცხენის ძალამდე გაზარდა. ამავე კომპანიის ნამუშევარია პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მანქანა Nissan GT-Rs-ი, რომელმაც 0,4 კმ სულ რაღაც 7,168 წამში გაირბინა, 336 კმ/სთ სიჩქარით.
გერმანული სპორტული ავტომობილის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი ცოტა დაბალია. მაგრამ დაბალი ამ შემთხვევაში შედარებითია, რადგან 911 Turbo S-მა 0,4 კმ 8,713 წამში დაფარა, 264 კმ/სთ სიჩქარით.
უცნობია, ზუსტად რა გაუკეთა ტიუნერ-კომპანიამ ძრავს, მაგრამ საავტომობილო პორტალ Carscoops-ის ვარაუდით, Porsche 911 Turbo S-ის ძრავის სიმძლავრემ 1000 ცხენის ძალას გადააჭარბა.