Lexus ES-ი იაპონიის ბაზარზე ციფრული გვერდითა სარკეებით წარსდგა

ცოტა ხნის წინ, Lexus-მა ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ბაზრისთვის ახალი ES მოდელი წარმოადგინა. ამჯერად, მშობლიური იაპონიის ჯერიც დადგა. Lexus-მა ოფიციალურად წარმოადგინა ახალი მდიდრული სედანი, რომელსაც მსოფლიოში პირველი გვერდითა ციფრული სარკეები აქვს.

 

 

ES-ი და უფრო დიდი სედანი LS-ი Lexus-ის მდიდრული სეგმენტის მოდელებია, რომელთა წარმოებაც 1989 წელს დაიწყო. მაგრამ აღსანიშნავია, რომ Toyota-მ მხოლოდ 2005 წელსღა დაიწყო ამ ბრენდის მოდელების გამოშვება მშობლიური იაპონიის ბაზრისათვის.

 

ახალი, მეშვიდე თაობის Lexus ES-ი წინა ექვს თაობასთან შედარებით, გაცილებით თვალისმომჭრელია.

 

საბაზისო პარამეტრები თითქმის იგივეა, რაც უკვე ვნახეთ სხვა ბაზრებისთვის განკუთვნილ ავტომობილებში. ეფუძნება Toyota-ს ახალ გლობალურ არქიტექტურას (Toyota New Global Architecture), GA-K პლატფორმას, რომელზეც ასევე აწყობილია ახალი Camry, Avalon-ი და RAV4.

 

 

მაგრამ იაპონური ვერსიის ყველაზე დიდი განმასხვავებელი ციფრული გვერდითა ხედვის მონიტორის სისტემაა. ამ ტექნოლოგიაში, გვერდითა სარკეები ჩანაცვლებულია ციფრული კამერებით, რომელთა გამოსახულებაც სალონში, ხუთ-ინჩიან მონიტორზე აისახება. ეს ტექნოლოგია რა ხანია შექმნილია, მაგრამ იაპონიამ მისი გამოყენების შესაბამისი ნებართვა ბოლო დროსღა გასცა.

 

ახალი ES 300h-ის ფასი იაპონიაში 51 500$-ის ეკვივალენტი იქნება, F Sport ვერსიის ~55 000$, ხაზის მოწინავე L ვერსიის ფასი კი 62 000$.

 

 

 

© 2015 Sun Petroleum Georgia