რომელ ქვეყნებშია საავტომობილო მოძრაობა გზის მარცხენა მხარეს

გზის რომელ მხარეს არის ამა თუ იმ ქვეყანაში ავტომობილების მოძრაობა? უდავოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ყველასთვის, ვინც უცხო ქვეყანაში მანქანის გამოყენებას გეგმავს.

 

მსოფლიოში 163 სახელმწიფო და ტერიტორიაა, სადაც საგზაო მოძრაობა მარჯვენა მხარეს არის, 76-ში კი ავტომობილებს გზის მარცხენა მხარეს მართავენ.

 

იმ ქვეყნების მოსახლეობა, რომლებშიც მოძრაობა მარცხნივ არის, მსოფლიო მოსახლეობის 30%-ს შეადგენს. ეს სახელმწიფოები ძირითადად ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ აფრიკასა და ოკეანეთში.

 

გრაფიკზე მოცემულია ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნებში საგზაო მოძრაობის მხარის შესახებ, ქვემოთ კი წარმოგიდგენთ იმ ქვეყანათა ჩამონათვალს, რომლებშიც ავტომობილები გზის მარცხენა მხარეს მოძრაობენ.

 

 

ქვეყნები და ტერიტორიები მარცხენა საგზაო მოძრაობით

 

ანგილია, ანტიგუა და ბარბუდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბერმუდა, ბჰუტანი, ბოტსვანა, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, ბრუნეი, გაერთიანებული სამეფო, ვირჯინიის კუნძულები, ზამბია, ზიმბაბვე, კაიმანის კუნძულები, კვიპროსი, დომინიკა, ფოლკლენდის კუნძულები, ფიჯი, გრენადა, გაიანა, ჰონგ-კონგი, ინდოეთი, ინდონეზია, ირლანდია, კუნძული მენი, იამაიკა, იაპონია, კენია, კირიბატი, ლესოთო, მაკაო, მალავი, მალაიზია, მალდივის კუნძულები, მალტა, მავრიკი, მონსერატი, მოზამბიკი, ნამიბია, ნაურუ, ნეპალი, ნიუე, ნორფოლკის კუნძული, პაკისტანი, პაპუა-ახალი გვინეა, პიტკერნის კუნძულები, წმინდა ელენეს კუნძული, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სეიშელის კუნძულები, სინგაპური, სოლომონის კუნძულები, სომალი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, შრი-ლანკა, სურინამი, სვაზილენდი, ტანზანია, ტაილანდი, ტოკელაუს კუნძულები, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები, ტუვალუ, უგანდა,

© 2015 Sun Petroleum Georgia