გერმანიის ხელისუფლებამ Opel-ს 100 000 ავტომობილის უკან გაწვევა დაავალა

გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ Opel-ს თითქმის 100 000 ავტომობილის უკან გაწვევა დაავალა.

 

სამინისტროს განცხადებით, ევროპაში, Opel Cascada-ს, Insignia-სა და Zafira-ს მოდელების დიზელის ვარიანტებში უკანონო მოწყობილობა აღმოაჩინეს.

 

უკან გაწვევის განკარგულება მას შემდეგ გაიცა, რაც სამინისტრომ მოულოდნელად შეამოწმა ქალაქ მაინის რუსელჰაიმში მდებარე Opel-ის სათაო ოფისი. სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მოდელი აღჭურვილი იყო პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც გამონაბოლქვით მანიპულირების საშუალებას იძლეოდა. Opel-მა დაადასტურა, რომ ფრანკფურტის პროკურორებმა ასევე შეამოწმეს ქალაქ კაიზერლაუტერნში მდებარე მისი ქარხანა.

 

 

Opel-მა წარსულში ერთხელ უკვე აღიარა, რომ მისი ავტომობილები იყენებდნენ ძრავის კონტროლის ისე დაპროგრამებულ სისტემას, რომელიც გარკვეულ ტემპერატურაზე ითიშებოდა. თუმცა, ავტომწარმოებელი აცხადებდა, რომ ეს სისტემა კანონის მოთხოვნებს სრულად შეესაბამებოდა.

 

2015 წელს, გერმანიის შესაბამისმა სამსახურებმა Opel-ში აღმოაჩინა ოთხი ისეთი პროგრამა, რომელიც გავლენას ახდენდა გამონაბოლქვზე. ავტომწარმოებელს მათი წაშლა პროგრამული განახლების გამოშვების გზით დაევალა.

 

გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ ამჯერად მეხუთე ასეთი პროგრამა აღმოაჩინა Cascada-ს, Insignia-სა და Zafira-ს მოდელებში და მათი უკან გაწვევის განკარგულებაც გასცა.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia