Volvo-მ წარმოადგინა ავტოპილოტი ელექტრო-სატვირთო კაბინის გარეშე

მას შემდეგ, რაც 360c-ს კონცეპტი წარმოადგინა, Volvo-მ მსოფლიოს ამჯერად ავტოპილოტი ელექტრო-სატვირთო, სახელად Vera წარუდგინა.

 

შვედურმა ავტომწარმოებელმა სატვირთო ბერლინში, სპეციალურ ღონისძიებაზე წარადგინა. ახალი ავტომობილის სამიზნედ Volvo ნავსადგურებსა და მსხვილ ლოჯისტიკურ ცენტრებს მიიჩნევს.

 

Vera იგივე ტიპის ელექტროძრავსა და ბატარეებს იყენებს, რასაც წლის დასაწყისში Volvo-ს მიერ წარმოდგენილი პირველი ელექტრო-სატვირთო. ავტომწარმოებელი Vera-ს დეტალებს ჯერ არ ამხელს, მაგრამ ცნობილია, რომ წინა ელექტრო-სატვირთოს აქვს 185 kW სიმძლავრის ელექტროძრავი, 100-300 kW სიმძლავრის ლითიუმ-იონის ბატარეები და 300 კმ რანჯი.

 

ერთი საკვანძო დეტალი, რაც Vera-ს შესახებ ხდება ცნობილი, არის ის, რომ მისი მიბმა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ სტანდარტულ ტრაილერზე და გასწევს 32 ტონამდე ტვირთს.

 

 

Volvo-ს სჯერა, რომ Vera-ს მსგავსი სატრანსპორტო საშუალებები განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება სატვირთოებსა და ტრანსპორტირებაზე ძლიერ დამოკიდებულ მრეწველობაში.

 

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ავტოპილოტ ავტომობილს არ ექნება გამონაბოლქვი და ხმაური, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. გამოიყენებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას და სატვირთო ვაგონებს. შესაბამისად, შეამცირებს ხარჯებს და ადვილი იქნება მისი ინტეგრაცია უკვე არსებულ ოპერაციებთან“, — აღნიშნავს Volvo-ს ვიცე-პრეზიდენტი მიკაელ კარლსონი.

 

 

Vera მუდმივად მიერთებული იქნება ღრუბლოვან სერვისებთან და ტრანსპორრტის კონტროლის ცენტრთან და შესაბამისად, მუდმივად შესაძლებელი იქნება მისთვის თვალყურის დევნება, მათ შორის — სად იმყოფება, რა ტვირთი მიაქვს და ა. შ.

 

Volvo-ს სჯერა, რომ უახლოეს მომავალში ადამიანი-მძღოლები სატვირთოთა უმეტესობისთვის მაინც საჭირო იქნება, მაგრამ აღნიშნავს იმასაც, რომ „ძალიან მალე, განსაზღვრულ ადგილებში ვიხილავთ კომერციულ ავტოპილოტ სატრანსპორტო საშუალებებს“.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia