ვიეტნამი ავტომობილების წარმოებას იწყებს

ვიეტნამის პირველი ავტომწარმოებელი კომპანია VinFast-ი პარიზის ავტოშოუზე Pininfarina-ს მიერ შექმნილი დიზაინის ორ ავტომობილს წარადგენს.

 

სედანი და SUV მოდელები კომპანიამ ეროვნული ბაზრისთვის შექმნა, ვიეტნამელი ხალხის მიერ შერჩეული დიზაინის საფუძველზე. დიზაინის შერჩევის პროცესის დასაწყისში, დაახლოებით ერთი წლის წინ, VinFast-მა ვიეტნამელ ხალხს მანქანების სტილზე გავლენის მოხდენის შანსი მისცა.

 

წამყვანი იტალიური დიზაინის სახლების მიერ შექმნილი 20 სხვადასხვა ესკიზიდან საუკეთესოები დაახლოებით 62 000-მა ადამიანმა ამოარჩია. თავდაპირველად კონკურსი ItalDesign-ის ესკიზებმა მოიგო, მაგრამ შემდგომი განვითარება და მონახაზების დასრულება წილად კომპანია Pininfarina-ს ერგო.

 

 

ორივე მანქანა პრემიუმ-კლასისაა და აქვს ძალიან მსგავსი წინა ნაწილი, სადაც ცხაურის ცენტრში დატანილია ქრომირებული სიმბოლო V.

 

სედანის დიზაინში თვალშისაცემია გრძელი „კაპოტი“ და კორპუსის ჰორიზონტალური ხაზები SUV მოდელი კი უფრო „კუნთებიანია“, სპორტული შესახედაობის.

 

ჯერჯერობით უცნობია დეტალები წამყვანი ელემენტების შესახებ, მაგრამ ყველაფერი ცნობილი 2 ოქტომბერს, პარიზის ავტოშოუზე გახდება. კომპანია ამავე დღეს დაასახელებს მოდელების სახელებსაც.

 

მსოფლიო პრემიერის შემდეგ, ორივე მანქანა ვიეტნამის ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. უახლოეს წლებში დაგეგმილია საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტიც.

 

VinFast-ის ბრენდს კომპანია VinGroup-ი ფლობს — ვიეტნამის უმსხვილესი კერძო საწარმო.

 

ავტომწარმოებლის განცხადებით, გარდა სედანისა და SUV-ისა, მუშაობა მიმდინარეობს ელექტრომობილებზე, ელექტროავტობუსებსა და ელექტროსკუტერებზეც.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia