ძრავის აალების საფრთხის გამო, Toyota 1 მლნ ჰიბრიდს უკან გაიწვევს

 Toyota Motor Corp-ის განცხადებით, დაგეგმილია დაახლოებით 1,03 მილიონი ავტომობილის, მათ შორის ჰიბრიდული Prius მოდელების უკან გაწვევა იაპონიიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, ევროპიდან და სხვა რეგიონებიდან. მიზეზი ძრავის ელექტროგაყვანილობაში გაპარული ხარვეზია, რამაც შესაძლოა, აალება გამოიწვიოს.

 

იაპონიის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული საშინაო უკან გაწვევის შემდეგ, Toyota-მ განაცხადა, რომ არსებობს საფრთხე, დაზიანებულ მოდელებში ჰიბრიდული სისტემის კონტროლის შემაერთებელი ელექტროგაყვანილობა საფარველთან კონტაქტში შევიდეს შეერთების წერტილში.

 

Toyota-ს განცხადებით, თუკი ელექტროგაყვანილობაში ან მის საფარველში მტვერი დაგროვდება, მანქანის ვიბრაციის გამო კაბელებს შეიძლება თანდათან იზოლაციური საფარი მოსცილდეს. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა და შესაბამისად, ძრავის აალება.

 

ხარვეზი გაპარულია 2015 წლის ივნისიდან 2018 წლის მაისამდე იაპონიაში წარმოებულ ავტომობილებში, ასევე Prius-ის პლაგინ ვერსიებსა და C-HR კომპაქტ-კროსოვერში.

 

Toyota-ს პრესსპიკერის განცხადებით, გაწვევის ნახევარზე მეტი იაპონიას შეეხება. მისივე თქმით, აშშ-დან მხოლოდ Prius მოდელების გაწვევა მოხდება, სადაც გაყიდულია ამ ხარვეზის მქონე 192 000 მანქანა.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia