შვეიცარიამ Mercedes Vito-ს, Porsche Macan-ისა და Cayenne-ის ძირითადი მოდელები აკრძალა

 შვეიცარიის მთავრობამ Mercedes-Benz Vito-ს, Porsche Macan-ისა და Cayenne-ის დიზელზე მომუშავე ძირითადი მოდელები აკრძალა. მიზეზი მათი გამონაბოლქვის დონის გაყალბებაა.

 

გამოცემა Automotive News-ის ცნობით, აკრძალვა შეეხება 2018 წლის 17 აგვისტოს შემდეგ იმპორტირებულ სატრანსპორტო საშუალებებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შვეიცარიაში უკვე რეგისტრირებულ ამ მოდელებს გზებზე მოძრაობა დაუბრკოლებლად შეუძლიათ.

 

სულ მალე, აკრძალვა შეეხებათ Mercedes Vito-ს დიზელის 1.6-ლიტრიან მოდელებს, Porsche Macans-ის VW Group-ის  3.0-ლიტრიან V6 TDI მოდელებსა და Cayenne-ის დიზელის იმ მოდელებს, რომელთა ძრავის მოცულობაც 4.2 ლიტრს აღემატება. სამივე მოდელს ევრო 6-ის გამონაბოლქვის ნორმა აქვს.

 

ავტომწარმოებლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, Daimler-მა Vito-ს ექსპორტი უკვე შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც მასში, გერმანიის ხელისუფლებამ მისი უკან გაწვევისა და რეგისტრაციის შეჩერების განკარგულება გასცა.

 

აღსანიშნავია, რომ დიზელის გამონაბოლქვი ბოლო დროს ავტოინდუსტრიის მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ მსგავს აკრძალვებს სხვა ქვეყნებმაც მიმართონ.

© 2015 Sun Petroleum Georgia