შეიძლება ძნელი დასაჯერებელი იყოს, მაგრამ სულ ახლახან, მიჩიგანის საწარმო მე-10 მემილიონე Ford Mustang-მა დატოვა.
Mustang-ი 1964 წლის მარტიდან იწარმოება. მას შემდეგ, გამოვიდა ავტომობილის ექვსი სხვადასხვა თაობა და დღემდე რჩება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოდ გაყიდვად მანქანად. Ford-ის გადაწყვეტილებამ, რომ ბოლო Mustang-ი მთელ მსოფლიოში გაყიდულიყო, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სპორტულ ავტომობილად აქცია.
ჟურნალისტი ევან სმიტი Instagram-ზე მანქანის ორ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც 2019 წლის კაბრიოლეტი Mustang-ია ასახული, თეთრად შეღებილი, 5-ლიტრიანი V8 ძრავით.
კომპანია Ford-ი ამ მნიშვნელოვანი ეტაპის აღსანიშნავ ცერემონიას მომდევნო კვირაში, Mustang-ის საწარმოში გამართავს.
თუკი Instagram-ის პოსტებს კარგად დაუკვირდებით, აუცილებლად შენიშნავთ ჰეშტეგს #notforsale. ეს კი ალბათ იმაზე მიუთითებს, რომ Ford-ი ამ კონკრეტულ ავტომობილს შეინახავს და კერძო პირზე არ გაყიდის. როგორც არ უნდა იყოს, ეჭვგარეშეა, რომ ის უნიკალური საკოლექციო ეგზემპლარი გახდება და მომდევნო ათწლეულებში მაღალი ფასიც დაედება.