Jeep Grand Cherokee-ის ბრძოლა ხესთან, დრამატული შედეგით

მანქანიდან ძრავის ამოღება შესაძლოა ხანგრძლივი პროცესი იყოს, მაგრამ თუ გსურთ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, მოთმენა მაინც მოგიწევთ. თუმცა, არსებობს ამის გაკეთების სხვა, უფრო სწრაფი მეთოდებიც, რომელთა მოსინჯვას ნამდვილად არ გირჩევთ.

თუკი მექანიკური მოწყობილობების მიმართ სიმპათიით გამოირჩევით, არ გირჩევთ უყუროთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია ძველი Grand Cherokee-ს ნამდვილი „შეურაცხყოფა“ მინდორზე. საქმე ეხება ძრავის ამოღების უცნაურ მეთოდს — უზარმაზარი თოკის ერთი ბოლო გამობმულია მანქანის ძრავზე, მეორე კი ახლომახლოს მდგარ ხეზე.

რატომ უნდა მოუნდეს ვინმე ამის გაკეთება? როგორც ჩანს, BlippinJeep-ს სურდა ეხილა ძველი Grand Cherokee-ს სანახაობრივი სიკვდილი, შემდეგ კი YouTube-ის არხ Engineering Explained-ის წარმომადგენელთათვის გარკვეული სამეცნიერო რჩევები ეკითხა.

გაქცეული Grand Cherokee-დან ძრავის ამოგლეჯა სულაც არ დასრულდა ისეთი შედეგით, როგორსაც ელოდნენ, მაგრამ მაინც გამოიღო გარკვეულად დრამატული შედეგი. საჭე და წამყვანი პედალი ერთ პოზიციაში იყო ჩაჭედილი და მინდორზე გაჭრილი მანქანა მანამ აგრძელებდა აჩქარებას, სანამ ხეზე გამობმული თოკი შეაკავებდა.

 
ამ შემთხვევაში გაიმარჯვა ბუნებამ, მაგრამ აშკარად დამტკიცდა ერთი რამ — როგორ კარგად არის ჩამაგრებული 8-ცილინდრიანი ძრავი ამ Jeep-ის ძარაში.

© 2015 Sun Petroleum Georgia