გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება ახალი BMW X4 M? მაშ ასე, ის თქვენ წინაშეა! ბავარიული ავტომწარმოებლის სამხრეთ კაროლინის ქალაქ სპარტანბერგის ქარხანაში გადაღებულმა ფოტომ ინტერნეტში გაჟონა. X4 სწორედ იქ იწარმოება.
მექსიკური გამოცემა AutoCosmos-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ასახულია მანქანის მთლიანი უკანა ნაწილი, რომელზეც კარგად ჩანს მისაბმელის ფართო ფრთები, ახალი ბამპერი ინტეგრირებული დიფუზორით და ოთხი მაყუჩი (გლუშიტელი).
ფოტოს გადიდებისას შენიშნავთ M-ისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ გვერდით სარკეებსა და ალუმინის დისკებს. მიუხედავად იმისა, რომ სურათზე მანქანის წინა ნაწილი არ ჩანს, ინტერნეტში ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს M-სტილის ცხაური და ახალი ბამპერი.
უცნობია, როგორ გამოიყურება მანქანის ინტერიერი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ გამოირჩევა სხეულზე კარგად მორგებული წინა სავარძლებითა და მცირე განახლებებით.
მოსალოდნელია, რომ მანქანა აღჭურვილი იქნება ორმაგი ტურბო 3.0-ლ ექვსცილინდრიანი ძრავით. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი სიმძლავრე 454 ცხენის ძალა იქნება და სწორედ ამ ძრავს გამოიყენებენ X3 M-შიც.
BMW-ს X4 M-ის გამოსვლის თარიღი ჯერ არ დაუსახელებია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ავტომობილი ბაზარზე წლის ბოლოს გამოჩნდება.