Ford-ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი უფროსი დიზაინერი, კრისტოფერ სვენსონი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სვენსონი ახალი Ford GT-ის დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, მას დიდი წვლილი მიუძღვოდა Ford-ის პროექტების წარმატებაში.
ინგლისის კოვენტრის უნივერსიტეტში საავტომობილო დიზაინის ბაკალავრის ხარისხი მიიღო, შემდეგ კი ამავე დარგის მაგისტრის ხარისხი ხელოვნების სამეფო კოლეჯში. ბრიტანელი სვენსონი Ford-ის გუნდს 1992 წელს შეუერთდა. ამის შემდეგ, მუშაობდა Ford-ის დიზაინის სტუდიებში გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, ავსტრალიაში, აშშ-ში.
ბოლო წლებში იყო დიზაინის იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც მუშაობდა Ford-ის სპორტული გამოყენების მანქანებზე (SUV), სატვირთოებსა და კომერციულ ავტომობილებზე. 2018 წლის აპრილში საკუთრივ შექმნა Ford GT. მის ნამუშევრებს შორის ასევე აღსანიშნავია Mustang-ი და სხვა მრავალი მოდელი.
Automotive News-ის ცნობით, ივლისის დასაწყისში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სვენსონმა თანამდებობა დატოვა, 21 ივლისს კი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი კიბო გახდა.
„კრისი ნიჭიერი დიზაინერი, შთამაგონებელი ლიდერი და მრავალი ადამიანის მეგობარი იყო. 26-წლიანი კარიერის განმავლობაში, მან წარმოუდგენლად დიდი წვლილი შეიტანა Ford-ის განვითარებაში. ჩვენთვის ის დიდი დანაკარგია“, — აღნიშნულია Ford-ის განცხადებაში.