BMW სრულიად ახალ მოდელს აანონსებს - სავარაუდოდ ის ახალი Z4 იქნება

წელს, მონტერეის საავტომობილო კვირეულის ფარგლებში, BMW-ს სრულიად ახალი ავტომობილის პრემიერა შედგება. ამის შესახებ განცხადებას ბავარიული ავტომწარმოებელი ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას კონკრეტული მოდელი არ დაუსახელებია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ახალი Z4 იქნება.

Z4-ის წარმოება 2009 წელს დაიწყო და 2016-ში შეწყდა. მისმა გაქრობამ BMW-ს ხაზში გარკვეული ხვრელი დატოვა. შედეგად, ისეთმა კონკურენტებმა, როგორებიცაა Audi TT, Porsche 718 და Mercedes SLC ბაზრის ეს სეგმენტი მარტივად გადაინაწილეს. მაგრამ ამასობაში, გერმანული ავტომწარმოებელი სრულიად ახალ მოდელზე აქტიურად მუშაობდა Toyota-სთან, რომელიც თავის მანქანას ახალ Supra-დ წარადგენს, BMW კი Z4-ად.


„საკმარისია ითქვას, რომ ეს ახალი მოდელი ნამდვილად ემოციური ნამატი იქნება BMW-ს ოჯახში“, — აღნიშნულია გერმანული ავტომწარმოებლის განცხადებაში.

რაც არ უნდა იყოს ეს „ემოციური“ ახალი მოდელი, ის საზოგადოების წინაშე ახალ M850i coupe-სთან და M8 Gran Coupe-ს კონცეპტთან ერთად წარსდგება.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia