რა ცვლილებებია განახლებულ Mercedes-AMG C63-ში

რამდენიმე თვის წინ, Mercedes-მა ნიუ-იორკის ავტოშოუზე AMG C63-ის მოდელების მოდიფიცირებული, გაუმჯობესებული ვერსიები წარმოადგინა. ამჯერად, კომპანია ფოტოებს აქვეყნებს.



პირველივე ცვლილება, რაც თვალში მოგხვდებათ, რადიატორის ცხაურია — AMG-ისთვის დამახასიათებელი Panamericana ცხვირი, რომელიც შევსებულია ვერტიკალური ფირფიტებით. თუმცა, ამ მანქანაზე შესრულებულ განახლებებს შორის ეს დეტალი მხოლოდ დასაწყისია. განახლებულ სედანს, ვაგონსა და კუპეს ასევე განახლებული აქვთ ინტერიერი, შასის ელექტრონიკა, ტრანსმისია და ა. შ.

ძრავის მახასიათებლები უცვლელია, რაც არც ისე ცუდი ამბავია, რადგან შენარჩუნებული აქვს რვა ცილინდრიანი ძრავი. 4-ლიტრიან ორმაგ ტურბო V8 ძრავს 476 ცხენის ძალა აქვს  სტანდარტულ მოდელებში და 510 ცხენის ძალა S spec მოდელებში.



უკანა წამყვანი თვლები დაკავშირებულია ცხრა სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან (წინა შვიდ სიჩქარიანისგან განსხვავებით). 100 კმ/სთ სიჩქარეს დაახლოებით 4 წამში ავითარებს — 3,9 წამში S coupe და 4,2 წამში ვაგონი და კარბიო. სიჩქარის მაქსიმალური ნიშნული მოდელზეა დამოკიდებული და 250-290 კმ/სთ-ში მერყეობს.

AMG Dynamic Select სისტემა მძღოლს მართვის რამდენიმე პროგრამის გამოყენების საშუალებას აძლევს, ჩვეულებრივი მოძრაობიდან Sport+-მდე და რბოლის რეჟიმამდე.

განახლებულია ინტერიერიც, უკეთესი აუდიოსისტემით, ახალი საჭით, განახლებული ტრიმით, ციფრული ინსტრუმენტებითა და ახალი სავარძლებით.  

© 2015 Sun Petroleum Georgia