EBRD-ის ბიზნესფორუმის ერთ-ერთი სპონსორი ნავთობკომპანია გალფი იქნება
13 მაისი 2015

ნავთობკომპანია გალფი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველად, თბილისში 14-15 მაისს ტარდება,  მასპინძელი ქვეყნის ერთ-ერთი სპონსორი იქნება. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის,  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და რუსთაველის თეატრის  ტერიტორიაზე გაიმართება. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორუმის  მხარდაჭერა. მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში პირველად იმართება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ფორუმი დადებით გავლენას მოახდენს როგორც ჩვენი ქვეყნის იმიჯზე, ასევე, ეკონომიური გარემოს გაუმჯობესებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე. ჩვენი კომპანია მზადაა მომავალშიც აქტიურად ჩაერთოს  და მხარი დაუჭიროს ასეთი ინიციატივების განხორციელებას”,  -აცხადებს კომპანია გალფის ვიცე პრეზიდენტი ნინო ჯიბლაძე. 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია