ლას ვეგასში თრეიდშოუ NACSshow 2022-ზე მსოფლიო ბრენდებს შორის Gulf Georgia წარსდგა
5 ოქტომბერი 2022

Gulf Georgia-მ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ თრეიდშოუ NACSshow 2022-ში, რომელიც ლას ვეგასში გაიმართა. მსოფლიოს წამყვანი ბრენდების წინაშე Gulf Georgia წარსდგა საკუთარი გამოცდილებით  სწრაფი კვებისა და ავტოგასამართი სადგურების ფუნქციონირების მიმართულებით, სადაც კომპანიის საოპერაციო დირექტორმა, საბა ჯიშიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქართულ ბაზარზე გალფის გამოცდილებასა და გამოწვევებზე. Gulf Georgia-ს მენეჯმენტმა მონაწილეობა მიიღო სესიაში "გლობალური კვების ტენდენციები და მენიუები".

 

გამოფენა NACSshow 2022 1-4 ოქტომბერს ჩატარდა სადაც მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა კომპანიამ. მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოდგენილი იყო ახალი პროდუქტები და ინოვაციები როგორც ნავთოპროდუქტების ინდუსტრიის, ისე კვების, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების სექტორიდან.

 

 

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია