Gulf Store-ის პირველი კონცეპტუალური მაღაზია გაიხსნა
1 სექტემბერი 2022
ნავთობკომპანია გალფმა დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე, კერძოდ თერჯოლის გადასახვევთან Gulf Store-ის პირველი კონცეპტუალური მაღაზია გახსნა.
აღსანიშნავია რომ ეს არის ყველაზე დიდი ობიექტი გალფ სთორის ქსელში. მასშტაბიდან გამომდინარე, აქ შესაძლებელი იქნება საშუალოდ 5-ჯერ მეტი მომხმარებლის მიღება და მომსახურება. კონცეპტუალური მაღაზიის ინტერიერში სრულად წარმოჩენილია გალფის ბრენდის განვითარების ისტორია შექმნის დღიდან დღემდე.
ახალ მაღაზიაში მისულ მომხმარებლებს 15 სექტემბრამდე ყოვედღიური აქციები და ფასდაკლებები ელოდება.
ეს გალფის რიგით 75-ე მაღაზიაა და კომპანიის განცხადებით, "ქონვინიენ სთორების" კონცეფციის განვითარება გრძელდება. წლის ბოლომდე კიდევ 4 მაღაზიის გახსნა იგეგმება.