QR გადახდები გალფისგან
4 აგვისტო 2022

QR გადახდები გალფის ახალი და ინოვაციური სერვისია, რომლის მეშვეობით მომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ Gulf Club-ის მობილური აპლიკაციით გადაიხადონ საწვავის ღირებულება. QR გადახდები დანერგილია Gulf Express-ის თვითმომსახურების სადგურებზე, სადაც თითოეული საწვავის დისპენსერზე განთავსებულია უნიკალური QR კოდი. აღნიშნული QR კოდის დასკანერებით მომხმარებელი აპლიკაციაში არჩევს სასურველი ტიპის საწვავს და სასურველ გადახდის მეთოდს (საბანკო ბარათი ან Gulf Club-ის ქულები), ტრანზაქციის წარმატებით შესრულების შემდეგ კი უკვე შეძლებს ჩაასხას საწვავი ავტომობილში.

 

QR გადახდების მეთოდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ Gulf Express-ის თვითმომსახურების სადგურებზე, Gulf Club-ის აპლიკაციის მეშვეობით. 

Gulf Club - App Store  Gulf Club - Google Play

© სან პეტროლიუმ ჯორჯია