8 აპრილს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნავთობკომპანია გალფი 200-მდე ოჯახს დაეხმარება.
31 დეკემბერი 2014

კომპანია შეუერთდა საქველმოქმედო აქციას „1 პასკა + 10 კვერცხი,“ რომელიც 8-დან 11 აპრილამდე საქართველოს საპატრიარქოსა და ააიპ „სოციალური დაცვის ლიგის“ ორგანიზებით გაიმართება.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობით, კომპანია გვერდით დაუდგა სოციურად დაუცველ ოჯახებსა და ბავშვებს.

 

ასევე გალფის წარმომადგენლები ესტუმრნენ ვეფხვია ღვალაძის სოციალურად დაუცველ 10 შვილიან ოჯახს და წინასააღდგომოდ მაცივარი გადასცეს საჩუქრად.

 

ამავე დღეს საქველმოქმედო ფონდ „ქვიშის საათთან“ ერთად, კომპანიის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრნენ, რომელთაც  პასკები და სააღდგომო კვერცხები გადასცეს საჩუქრად.

 

კომპანია გალფი გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით და სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების ფარგლებში, მრავალ სოციალურად დაუცველ ოჯახს ეხმარება.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია