გალფი თანამშრომლების უმაღლეს განათლებას დააფინანსებს
27 დეკემბერი 2021
გალფი ხელს უწყობს თანამშრომლების განათლებას და ყველა სტუდენტ ჩამსხმელ ოპერატორსა და მოლარე კონსულტანტს უფინანსებს სწავლებას. კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის მრავალფეროვანი პროექტებით გამოირჩევა და ამჯერად თანამშრომლლების კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე იწყებს ზრუნვას.
სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე წინა ხაზის თანამშრომლებს კომპანია სთავაზობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში სწავლის ღირებულების თანადაფინანსებას.
 

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტ თანამშრომელს აღნიშნული სასწავლო წლისათვის საერთოდ არ აქვს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი, კომპანია აფინანსებს ამ გრანტის სრული ოდენობის 50%-ს; ხოლო მათ, ვისაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 50 ან 70%, კომპანია სრულად ფარავს გრანტის დარჩენილ ოდენობას.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია