ნავთობკომპანია გალფი COVID 19-თან მებრძოლ 9 კლინიკის 696 ექიმს, ექთანს, სანიტარს და სხვა სამედიცინო პერსონალს 271,000 ლარს გამოუყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გალფსა და ყველა იმ კლინიკას შორის რომელიც კორონა ვირუსით დაავადებულ მოქალაქეებს მკურნალობს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომლის ფარგლებში კომპანია გალფმა აიღო ვალდებულება თითოეულ სამედიცინო პერსონალს თავად გადაურიცხოს თანხა ყველანაირი გადასახადების ჩათვლით. გარდა ამისა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კარანტინში მყოფი სამედიცინო პერსონალის კვებას კომპანია გალფი უზრუნველყოფდა.
ამასთან დაკავშირებით გალფის ავტოგასამართ სადგურზე მოეწყო აქცია-პერფორმანსი და ჰაერში გაეშვა ათასობით ბუშტი რომლებიც ქმნიდნენ მესიჯს "მადლბა ექიმებს".
თანხები კლინიკების მიერ მოწოდებული სიების საფუძველზე შემდეგნაირად გადანაწილდა:
- შპს აკადემიკოს ვ. ბოჭორიშვილის კლინიკა - 24 400 ლარი (85 თანამშრომელი);
- სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი - 64 000 ლარი (198 თანამშრომელი);
- შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - 49 500 ლარი (185 თანამშრომელი);
- შპს ქ. თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო - 8 600 ლარი (30 თანამშრომელი);
- შპს ლჯ და კომპანია - დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი - 21 700 ლარი (83 თანამშრომელი);
- შპს მედალფა ბონის კლინიკა - 12 200 ლარი (53 თანამშრომელი);
- სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი - 9 300 ლარი (33 თანამშრომელი);
- შპს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო - 8 600 ლარი (29 თანამშრომელი)
- სსიპ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა - 75 სამედიცინო პერსონალის კვება - 29 400 ლარი
აღნიშნული თანხების მობილიზება მოხდა კამპანიის ფარგლებში, რომელიც გალფმა 19 მაისიდან წამოიწყო. გალფ კლუბის წევრებს საწვავის ჩასხმის პროცესში შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი წვლილი შეეტანათ კრიზისის დაძლვაში და თითოეული მომხმარებლის მიერ ჩასხმული თითეოეული ლიტრიდან 5 თეთრი სპეციალურ ფონდში ირიცხებოდა.