გალფის საწვავში მინიმუმამდეა დაყვანილი მავნე ქიმიური ნივთიერებები
16 ივნისი 2020

5 ივნისს საერთაშორისო კვლევითმა ლაბორატორია SGS-მა გალფის საწვავების ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევა ჩაატარა. კომპანიამ გამოიკვლია გალფის სამი პროდუქტი: G-Force პრემიუმი, G-Force ევრო რეგულარი და G-Force ევროდიზელი. კვლევის პასუხების თანახმად გალფის სამივე პროდუქტი სრულიად შეესაბამება, როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, ისე "ევრო 5"-ის სტანდარტებს. გალფის ბენზინში დასაშვებზე ბევრად ნაკლებია გოგირდის შემცველობა და თითქმის არ აღინიშნება ტყვია. ასევე მინიმუმამდე დაყვანილი არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, რაც გარემოზე ნაკლები ზიანის მომტანია.

 

ხარისხობრივი კვლევის გარდა SGS-მა გალფის ავტოგასამართ სადგურზე ჩაატარა რაოდენობრივი კვლევა სადაც შემოწმდა ჯიფორს პრემიუმისა და ჯიფორს ევრო დიზელის ჩამოსხმული რაოდენობები. ჯიფორს პრემიუმის საწვავმა ცდომილება +10 მილიგრამი, ხოლო ჯიფორს ევრო დიზელის საწვავმა -5 მილიგრამი აჩვენა ჩამოსხმული 10 ლიტრ საწვავში. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ჩამოსხმული 10 ლიტრ საწვავში -25 დან +25 მილიგრამამდე ცდომილებაა დასაშვები.

 

მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებით კომპანია გალფის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი საწვავის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვის და ავტომობილებისთვის. 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია