გალფსა და შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
24 მარტი 2016

დღეს ნავთობკომპანია გალფსა და შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის მიზანია დაიგეგმოს ერთობლივი აქტივობები სტუდენტთა დასაქმების სფეროში ასევე ორმხრივი თანამშრომლობა ისეთი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში, რომლელიც მიმართულია სტუდენტების ან გალფის პერსონალის საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარებისაკენ.

 

გალფი მუდმივად ზრუნავს სტუდენტების დასაქმებაზე და განათლების პოპულარიზაციაზე საქართველოში.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია