გალფმა სოციალურად დაუცველი მოსწავლეები სასკოლო ინვენტარით დაასაჩუქრა
14 სექტემბერი 2015

სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით, კომპანია გალფმა,  საჩუქარი გაუკეთა ბედიანის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს. პანსიონში 20-მდე მოსწავლე სწავლობს.

 

კომპანიის თანამშრომლები პირადად ესტუმრნენ სკოლა-პანსიონს და ყველა მოსწავლეს სასკოლო ინვენტარი გადასცეს.

 

ნავთობკომპანია „გალფი“ ქართულ ბაზარზე უკვე მეოთხე წელია ოპერირებს. კომპანიას კარგად აქვს გათავისებული სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების სოციალურად დაუცველი წევრების მიმართ და როგორც ქველმოქმედი კომპანია, ყოველთვის ცდილობს მათ გვერდში დაუდგეს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია