#გალფიგირჩევთ
ძვირფასო მომხმარებლებო, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომპანია გალფი ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს და მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად შეამციროთ ნაღდი ფულით ანგარიშსწორება და გამოიყენოთ საბანკო ბარათები როგორც საწვავის შეძენისას, ასევე Gulf Store-ის ქსელში. უმჯობესია, თუ ფასდაკლებისა და დაგროვების ბარათს (Gulf Club) არ მიაწვდით ჩამსხმელ ოპერატორს და თავად მოათავსებთ შესაბამის მოდულზე.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია როგორც ჩენი მომხმარებლების, ასევე, ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა. შესაბამისად, მოგიწოდებთ მაქსიმალურად დაიცვათ დისტანსია მომსხურების მიღების დროს.
გალფი გისურვებთ ჯანმრთელობას!