Citroen SM - ავტომობილი უჩვეულო დიზაინით და წარუმატებელი ბედით

გასული საუკუნის მეორე ნახევარში ფრანგული ავტომრეწველობას მსოფლიო ბაზარზე მოწინავე პოზიციები ეკავა. ფლაგმანის როლს ამ საქმეში კომპანია Citroen-ი ასრულებდა. მისი ავტომობილები ყოველთვის თანამედროვე დიზაინით და მათში გამოყენებული იმ დროისთვის მოწინავე ტექნოლოგიების სიუხვით გამოირჩეოდნენ.

 

 

1957 წელს კომპანიამ საკუთარი ყველაზე ცნობილი ავტომობილის Citroen DS-ის გაყიდვა დაიწყო. მხოლოდ საფრანგეთში 1970 წლამდე ამ მოდელის 1 330 755 ერთეული დაამზადეს. საფრანგეთის გარდა  Citroen DS-ებს ლიცენზიით ბელგიაში, სამხრეთ აფრიკაში, ინგლისში, პორტუგალიაში, ავსტრალიასა და სოციალისტურ იუგოსლავიაშიც კი აწყობდნენ. 1999 წელს ჩატარებულ კონკურსში „საუკუნის ავტომობილი“ Citroen DS-მა მესამე ადგილი დაიკავა.

 

1960-იან წლებში კომპანიამ პოპულარული ავტომობილის არანაკლებ პოპულარულ მომავალ S-სერიის შემცვლელის შექმნაზე დიწყო მუშაობა. საგულისხმოა, რომ ახალი Citroen SM-ის შექმნაში საკუთარი წვლილი იტალიელებმაც შეიტანეს.

 

 

1968 წელს ფრანგებმა Maserati-ის აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინეს და ცნობილ იტალიურ სადიზაინერო სკოლას და ძრავთმშენებლობაში არსებულ დიდ გამოცდილებას დაეუფლნენ. დანამდვილებით ცნობილია, რომ ახალ ფრანგულ ავტომობილის „გულს“იტალიური ფესვები აქვს. Maserati Merak-დან აღებული V8-ს ტიპის ძრავს მოხერხებულმა ფრანგებმა ორი ცილინდრი ჩამოაშორეს და 3 ლიტრი მოცულობის 6 ცილინდრიანი ძრავა მიიღეს, რომელიც 180 ცხ.ძალა სიმძლავრეს გამოიმუშავებდა.

 

ავტომობილის სახელწოდების შესახებ ბევრი მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთის თანახმად აბრევეატურა SM  იშიფრება როგორც Sa Majesté - ფრანგულიდან „თქვენო უდიდებულესობავ“.

 

SM-ის დიზაინი Citroen-ის მთავარი დიზაინერის, ბრიტანელი რობერტ ოპრონის ხელმძღვანელობით შეიქმნა. ბევრ რამეში ახალი მოდელი ძველ DS-ს წააგავდა. ფართო წინა ლიანდი და წინა ბორბლებზე გადატანილი აქცენტი, საბარგულისკენ დავიწროვებული ძარა და დიდი მინები. წინა ფარები და სანმრე ნიშანიც კი შუშის ხუფით იყო დაფარული.

 

 

Gran Turismo-ს კლასთან შესაბამისობას არა მხოლოდ ავტომობილის გარე დიზაინი უსმევდა ხაზს. Citroen SM-ში გამოყენებული თანამედროვე და ინოვაციური ტექნიკური გადაწყვეტილებების რაოდენობით, ავტომობილი ყველა ზღვარს გასცდა. ავტომობილზე, რომლის გაყიდვაც 1970 წელს დაიწყო, თანამედროვე „წვიმის დეტექტორების“ შორეული წინაპარი იყო დაყენებული. საქარე მინაზე დამონტაჟებული მოწყობილობას წვიმის და ნალექის შემთხვევაში საქარე მინის საწმენდები მოქმედებაში ავტომატურად მოყავდა. SM-ს ასევე საჭის ჰიდროგამაძლიერებელი, დისკური მუხრუჭები, ჰიდროპნევმატური საკიდარი ჰქონდა. მძლავრი ძრავას და მდოვრე აეროდინამიკური ფორმების წყალობით, ავტომობილი მაქსიმალურ 235 კმ/სთ-ს ანვითარებდა.

 

1971 წელს Citroen SM-მა ევროპაში წლის ავტომობილის, ერთი წლის შემდეგ კი - ამერიკული ჟურნალის Motor Trend-ის ვერსიით Car of the Year - წლის ავტომობილის ტიტული მიენიჭა.

 

 

დიზაინერული გადაწყვეტილებების დეფიციტს არც ავტომობილის სალონი უჩიოდა. მომხმარებელს აქ ფერთა ფართო გამმა, ნატურალური ტყავი, გაპრიალებული უჟანგავი ფოლადი და მაღალი ხარისხით შესრულებული ინტერიერი ელოდა.

 

სამწუხაროდ, შესრულების მაღალმა ხარისხმა და თანამედროვე დიზაინმა SM-ს დიდი წარმატება ვერ მოუტანა. გაყიდვების დაბალი მაჩვენებლების გამო, სერიული წარმოება 1975 წელს მხოლოდ 12 920 ერთეულის გამოშვებით დასრულდა.

 

ევროპაში წარუმატებლობის მთავარი მიზეზი მეტისმეტად დიდი ღირებულება იყო. ფრანგების იმედი არც ამერიკულმა ბაზარმა გაამართლა. ძრავას საკმაოდ რთული აირგამანაწილებელი მექანიზმი ყოველი 60 000 კმ-ის გავლის შემდეგ შემოწმებას და მომსახურებას საჭროებდა. დაუსრულებელ „ჰაივეებზე“ მოსიარულე ამერიკელი ავტომფლობელები ამ ლიმიტს ხშირად აჭარბებდნენ, რაც უმეტეს შემთხვევაში ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლით სრულდებოდა.

 

 

კიდევ ერთი დარტყმა SM-ს 1973 წლის 17 ოქტომბერს ავტომშენებლობის ისტორიაში შავ დღედ ცნობილმა მოვლენამ მიაყენა. საწვავის კრიზისმა ბევრი ავტომობილის კარერას დაუსვა წერტილი.

 

ბოლო აკორდად 1974 წელს აშშ-ში შემოღებული ხუთმილიანი ტესტი NHTSA (საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების  ეროვნული სამმართველო). ახალი კრიტერიუმებით დაბრკოლებასთან შეჯახების შემთხვევაში, სარემონტო ხარჯების შემცირების მიზნით ბამპერი მიწიდან 41-51 სმ-ის დიაპაზონში უნდა ყოფილიყო განთავსებული. Citroen SM-ის ჰიდროპნევმატური საკიდარი კი ამ მაჩვენებელში ვერ ჯდებოდა. შედეგად ფრანგული ავტომობილის გაყიდვა-რეალიზაცია აშშ-ში აიკრძალა და განბაჟების მოლოდინში, მყოფი უკანასკნელი 134 ეგზემპლიარი იაპონიაში გადააგზავნეს.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია