გალფი გთავაზობთ ტრადიციულ საზაფხულო წამახალისებელ გათამაშებას „ჩაასხი და მოიგე!“.
გათამაშება გაგრძელდება სამი თვით, 15 ივნისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით და გათამაშდება:
- ავტომობილი "Mini Cooper C" - 6 ცალი;
- "1,000 ლიტრი საწვავი" - 9 ერთეული;
წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია. საწვავის 30-49 ლარის შენაძენზე მიიღებთ გათამაშების 1 ელექტრონულ ბილეთს, 50-99 ლარზე - 2 ბილეთს ხოლო 100 ლარზე ზევით შენაძენზე 5 ბილეთს.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ არის გალფ კლუბის წევრი, ბარათის მიღება შეუძლია გალფის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე და გალფ სთორის მაღაზიათა ქსელში.
მიმდინარე ბილეთების ნახვა შესაძლებელია გალფ კლუბის მობილურ აპლიკაციაში ან გათამაშების სპეციალურ ვებგვერდზე www.GulfClub.ge;
გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამი თვის განმავლობაში თვეში ერთხელ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, 17:30 საათზე. გათამაშების დღეებია:
- 16 ივლისი
- 13 აგვისტო
- 10 სექტემბერი
თითოეული გათამაშების პირდაპირ ეთერში გამოვლინდება 5 გამარჯვებული.
გისურვებთ წარმატებებს!