ისტორიაში პირველად, ExxonMobil-ის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნიდან ფოთის პორტში Gulf-ის 30,000 ტონიანი ტანკერი შემოვიდა
9 თებერვალი 2026

7 თებერვალს ფოთის პორტში ბელგიიდან, ანტვერპენის პორტიდან, შემოვიდა ტანკერი, რომელიც 30 000 ტონა ბენზინით იყო დატვირთული.

 

საქართველოს საწვავის მომარაგების ისტორიაში პირველად, ტვირთი დაიტვირთა ExxonMobil-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და ქვეყნის მიმართულებით 5 500 კილომეტრი გაიარა.

 

მიწოდება მოიცავს G-Force Euro Regular (92), G-Force Premium (95) და G-Force Super (98) ტიპის საწვავს. დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევებით დადასტურებულია, რომ საწვავი სრულად შეესაბამება და აღემატება EN 228 ევროპულ ხარისხის სტანდარტს.

 

მთლიანი ტვირთი ეკუთვნის ნავთობკომპანია Gulf-ის ქსელს და უზრუნველყოფს Gulf-ის ავტოგასამართი სადგურების უწყვეტ და შეუფერხებელ მომარაგებას საქართველოს მასშტაბით

 

 

 

© 2026 სან პეტროლიუმ ჯორჯია