გალფი მხარს უჭერს არქეოლოგიურ სამუშაოებს
16 სექტემბერი 2022
ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები.
2022 წლის არქეოლოგიური კამპანიის დროს ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მე4-ე პრემოლარი აღმოაჩინა. ოროზმანის აღმოჩენა მსოფიო მნიშვნელობისაა და აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული (Homo)-ს უძველესი გავრცელების კერას წარმოადგენს!
არქეოლოგიური სამუშაოები ნავთობკომპანია გალფის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
 
© სან პეტროლიუმ ჯორჯია