გალფი თანამშრომლების უმაღლეს განათლებას დააფინანსებს
27 დეკემბერი 2021
გალფი ხელს უწყობს თანამშრომლების განათლებას და ყველა სტუდენტ მენეჯერს, ცვლის უფროსს, ჩამსხმელ ოპერატორს, ადმინისტრატორსა და მოლარე კონსულტანტს უფინანსებს სწავლებას.
 
აქტიური სტატუსის მქონე ამ პოზიციის თანამშრომლებს კომპანია სთავაზობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში სწავლის ღირებულების სრულ თანადაფინანსებას.
 
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტ თანამშრომელს აღნიშნული სასწავლო წლისათვის საერთოდ არ აქვს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი, კომპანია აფინანსებს ამ გრანტის სრული ოდენობას; მათ, ვისაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 50 ან 70%, კომპანია სრულად ფარავს გრანტის დარჩენილ ოდენობას.
 
კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის მრავალფეროვანი პროექტებით გამოირჩევა და წელს ვზრდით დასაფინანსებელი პოზიციების რაოდენობასაც და ასევე დაფინანსების ოდენობასაც.
© სან პეტროლიუმ ჯორჯია