გალფი ავტოგასამართი სადგურების განახლებას იწყებს
13 ნოემბერი 2017
13 ნოემბრიდან თბილისის მასშტაბით გალფის ავტოგასამართი სადგურების განახლება დაიწყო. ვიზუალის განახლების  გარდა, კომპანია გეგმავს მილების, სარქველების და რეზერვუარების შეცვლას/გაწმენდას, რათა საწვავის შენახვა და მიწოდება მაქსიმალურად სუფთა პირობებში წარიმართოს.
 
აღსანიშნავია რომ განახლების პროცესი  ეტაპობრივად მოხდება, რათა  მომხმარებელს პრობლემა არ შეექმნას. ამისთვის, უახლოესი გალფის ავტოგასამართი სადგურები იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში.
 
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებმდე ხარისხიანი საწვავის მიწოდება და შესაბამისად, უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება ინფრასტრუქტურის განახლების საკითხებს.
 
2018 წლის ბოლომდე კომპანია  ყველა ავტოგასამართი სადგურის განახლდებას გეგმავს.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია