2023-2024 სასწავლო წლის 100 პირველკურსელი გალფის ერთწლიან სტიპენდიას მიიღებს
24 ოქტომბერი 2023

24 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გალფის 2023-2024 წლის სასტიპენდიო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კომპანია გალფის მენეჯმენტი, განათლების და მეცნიერების მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ესწრებოდნენ.

 

 „მომავალი ჩვენია“ - კომპანია გალფის საგანმანათლებლო სოციალური პროექტია, რომლის ფარგლებში, სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია გალფს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და შეიქმნა "გალფის სასტიპენდიო პროგრამა". კომპანია გალფი უკვე მეორე წელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ავლენს 100 საუკეთესო პირველკურსელს, რომელთაც მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად ენიშნებათ 300 ლარის ოდენობით გალფის სტიპენდია.

 

ამასთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე ერთი სტუდენტი - ჯამში 10 პირველკურსელი, რომლებიც კომპანია გალფის ინიციატივით, 22-28 იანვარს გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან ფრანცისკოში, სადაც ზაზა ფაჩულიასთან ერთად დაესწრებიან NBA-ს მატჩს და Silicon Valley-ზე ესტუმრებიან მსოფლიო ბრენდების შტაბბინებს. მათ შორის ისეთი დიდი კომპანიების კამპუსებს, როგორიცაა Google, Facebook etc.

 

გალფის სტიპენდიანტების სია.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია