ვარძია
ვარძია

თუ სამცხე-ჯავახეთში გიწევს მოგზაურობა, აუცილებლად უნდა ნახო ვარძია — კლდეში გამოკვეთილი ქალაქი.

მდებარეობა: ასპინძის მუნიციპალიტეტი, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო.

დისტანცია/დრო: თბილისიდან ვარძიამდე 267 კმ-ია, იქ მისასვლელად მანქანით 4 საათი დაგჭირდება.

ლოკაციის აღწერა: ვარძია მე-12-მე-13 საუკუნის ძეგლია, რომელიც კლდეში გამოკვეთილ გრანდიოზულ კომპლექსს წარმოადგენს. მისი სიგრძე 900 მეტრამდეა, განლაგებულია იარუსებად 100 მეტრის სიმაღლეზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზეა. კომპლექსში 600-ზე მეტი სივრცეა: სატრაპეზოები, სენაკები, საკუჭნაოები, სათავსოები და 25 მარანი 185 ქვევრით. 15 ეკლესიას შორის მთავარი ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაა. კლდეში გამოკვეთილ პატარა საიდუმლო გვირაბსაც ნახავ, თუ კლაუსტროფობია არ გაწუხებს, იქ გავლაც შეგიძლია. ვარძია შეტანილია იუნესკოს მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

როგორ მოვხვდე: მანქანის გაჩერებას კომპლექსის შესასვლელთან შეძლებ, კლდემდე კი დაახლოებით 10-15 წუთი ფეხით სიარული მოგიწევს. საფეხმავლო ბილიკი მაღალი ბალახით და ეკლიანი მცენარეებითაა დაფარული, ამიტომ აუცილებლად მაღალყელიანი, სპორტული ან მთამსვლელის ფეხსაცმელი უნდა გეცვას.

© 2026 სან პეტროლიუმ ჯორჯია