გალფში, ჩვენ შევქმენით ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ფასდება შრომისმოყვარეობა, კოლეგიალურობა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.
- თუ ხართ კეთილსინდისიერი, თავაზიანი და კომუნიკაბელური ადამიანი;
- თუ გსურთ, დასაქმდეთ ისეთ სტაბილურ და მზარდ კომპანიაში, როგორიც გალფია;
- თუ გსურთ, შეუთავსოთ სწავლას ან სამსახურს ახალი სამსახური;
- თუ გჭირდებათ ფინანსური დამოუკიდებლობა ან დამატებითი შემოსავალი;
- თუ ეხლა იწყებთ ან გაქვთ სურვილი, შეიცვალოთ სამუშაო პერსპექტივა;
გეძლევათ შესაძლებლობა, დაიწყოთ მუშაობა ავტო-გასამართი სადგურის კლიენტთა მომსახურების ოპერატორისა და მაღაზიის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე საქართველოს მასშტაბით.
გამოცდილებისა და კვალფიკაციის მიუხედავად, კომპანია უფასოდ უზრუნველყოფს თქვენს გადამზადებასა და სერტიფიცირებას გალფის სკოლაში. სწავლება და პრაქტიკა მიმდინარეობს ერთი კვირა.
აღნიშნულ პოზიციებზე დასაქმების მსურველთათვის, ჩვენი შემოთავაზება, მათ შორის, მოიცავს: დროულ ფიქსირებულ ხელფას; ბონუსს, რომლის ოდენობაც მთლიანად დამოკიდებულია მონდომებასა და ძალისხმევაზე; სტაჟის მიხედვით ხელფასის ზრდასა და დამატებით კომპენსაციას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს, დაზღვევასა და ზედმეტად ნამუშევარი დროის ანაზღაურებას.
და რაც ყველაზე მთავარია! თუ გაქვთ პროფესიული წინსვლის მოტივაცია, გალფში ყველა პირობაა შექმნილი კადრების კარიერული ზრდისათვის.
ჩვენი შემოთავაზებით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ იხილოთ ვაკანსიის დეტალები და შეავსოთ განაცხადის ფორმა: