Nissan-ს ზუსტად რვა წელი დასჭირდა, რათა სანდერლენდის (გაერთიანებული სამეფო) საწარმოში მემილიონე Juke გამოეშვა. ბრიტანული ქარხანა ყოველ ახალ Juke-ს 105 წამში აწყობს.
2018 წლის Nissan Juke ერთ-ერთი პირველი სუბკომპაქტური კროსოვერია და გამოირჩევა ძალიან ვრცელი ინტერიერით და ექსტერიერის პერსონალიზების პარამეტრებით, რაც 23 000 სხვადასხვა კომბინაციის შესაძლებლობას იძლევა.
მემილიონე მოდელი ხასხასა ლურჯ ფერში გადაწყვეტილი Tekna grade-ია.
„რვა წლის წინ, Juke-ის მსგავსი მანამდე არაფერი გვენახა — მან სრულიად ახალი სეგმენტი შექმნა და ბაზარზე შემოიტანა ჯერ არნახული, განსხვავებული იერსახე. სწრაფად მოვედით დღევანდელ დღემდე, უკვე გვყავს მემილიონე მომხმარებელი და Juke მტკიცედ რჩება სეგმენტის ლიდერად “, — ამბობს Nissan-ის ევროპის ქვედანაყოფის წარმოების ვიცე-პრეზიდენტი კევინ ფიცპატრიკი.
მისივე თქმით, ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ 2018 წლის გაუმჯობესებული და დახვეწილი მოდელიც ისეთივე პოპულარულია, როგორც Juke გამოჩენისთანავე, 2010 წელს იყო.
Juke წარმოადგენს Nissan-ის ბრიტანულ ქარხანაში წარმოებულ მეორე კროსოვერს, Qashqai-ს შემდეგ, რომლის წარმოებაც 2006 წელს დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ Nissan Juke ბაზარზე 2010 წლიდან არის წარმოდგენილი, მაინც ინარჩუნებს წარმატებულ გაყიდვებს. 2017 წელს, ევროპაში 95 000 ერთეული გაიყიდა.
ახალი მოდელი გამოირჩევა უფრო პრემიუმ მახასიათებლებით, მათ შორის, ბორბლების ახალი დიზაინითა და ხასხასა ფერების როგორც ინტერიერით, ისე ექსტერიერით.