აშშ-ში შექმნეს საბურავი, რომელიც 2 წამში მუხლუხად გადაიქცევა

სამხედრო სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა უმეტესობა აღჭურვილია ან საბურავებით, ან მუხლუხებით. თუმცა, აშშ-ის მოწინავე თავდაცვითი კვლევების პროექტების სააგენტოს (DARPA) პროგრამა Ground X-Vehicle Technologies (GXV-T)-ის ფარგლებში, ინჟინრებმა შექმნეს უნიკალური სისტემა, რომელიც საბურავს მუხლუხად გარდაქმნის.




მოწყობილობა, რომელსაც Reconfigurable Wheel-Track-ი უწოდეს, ცდილობს გააერთიანოს საბურავებისა და მუხლუხების უპირატესობები — სისწრაფე და უკიდურესაც ცუდ გარემოში სიარულის უნარი. მელონის კარნეგის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ შექმნილ მოწყობილობას შეუძლია, სულ რაღაც ორ წამში, ჩვეულებრივი მრგვალი საბურავიდან გარდაიქმნას სამკუთხა მუხლუხად; თანაც ისე, რომ სატრანსპორტო საშუალებამ მოძრაობა არ შეწყვიტოს.

DARPA-ს არაფერი უთქვამს, თუ როგორ მუშაობს სისტემა, მაგრამ როგორც გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, იყენებს ექვს სხვადასხვა ფრჩხილს, რომლებითაც ოთხივე საბურავია აღჭურვილი.

ეს ინოვაცია ცოტა ხნის წინ წარმოადგინეს GXV-T პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის სამომავლო საბრძოლო ტრანსპორტის მობილურობის, გამძლეობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია