Jaguar Land Rover-ი ელექტრომობილების წარმოებაში 18$ მილიარდიან ინვესტიციას დებს

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, Jaguar Land Rover-ი ელექტრომობილების წარმოებაში 18$ მილიარდიან ინვესტიციას ჩადებს. ამის შესახებ Automotive News-ი იუწყება.



ბრიტანულ ავტომწარმოებელს სურს, რომ მომხმარებელს თავის ყველა შიდა წვის ძრავიანი მოდელის ელექტრიფიცირებული ვერსია შესთავაზოს. შესაბამისად, ამ სეგმენტის ინვესტირებას კომპანია 26 პროცენტით ზრდის. ავტომწარმოებლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება გაყიდვები, ეს ინვესტიცია მაინც განხორციელდება.

2025 წლისთვის Jaguar Land Rover-ი მომხარებელს შესთავაზებს თავის შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების ჰიბრიდულ ვერსიებს. მოთხოვნის შემთხვევაში კი კონკრეტული მოდელების სრულიად ელექტრო-ვერსიებზე გადავა.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ბოლოსთვის ევროპაში გაყიდვების 90 პროცენტი დიზელის ავტომობილებზე მოდიოდა, Jaguar Land Rover-ი ელექტრომობილებისადმი ლტოლვას მაინც არ წყვეტს.

დამატებითი წამყვანი ნაწილების საწარმოებლად, ახალი ტექნიკით აღიჭურვება კომპანიის ექვსი ბრიტანული ქარხანა.



Jaguar-ის მირ გამოშვებული პირველი ელექტრომიბილია I-Pace, რომელსაც Tesla Model X-ის კონკურენტად განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა Jaguar-ის პირველი მცდელობაა ელექტრო კროსოვერების სეგმენტში, მიმომხილველები I-Pace-ს უკიდურესად დადებითად ახასიათებენ.

გარდა ელექტრომობილებისა, Jaguar Land Rover-ი აქტიურად მუშაობს მოწინავე ავტოპილოტ სისტემებზეც.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია